ჩემი აზრი


     ჩემი აზრით ის მდგომარეობა რაც  დღეს საქართველოშია არაჰუმანური და სასტიკია.   "ძაღლმჭერი" ბრიგადების თანამშრომლები ყოვლად არაადამიანური ხერხებით იჭერენ გარკვეული რაოდენობით ძაღლებს,ჩვენ საქმე გვაქვს ცხოველების პერმანენტულ განადგურებასა და წამებასთან, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისათვის არანაირი შედეგი არ მოაქვს. ცხოველებს ხშირად რკინის მაშებით უმტვრევენ ხერხემალს, ხოლო შემდგომ ელექტროქსელიდან მიღებული დენის მათ სხეულში არაერთგზის გატარების საშუალებით კლავენ.როგორ შეიძლება ადამიანი მოექცეს ცოცხალ არსებას ასე ,ეს ხომ უდიდესი ცოდვაა.     არც მე ვეთანხმები იმ აზრს რომ მაწანწალა ძაღლები ქუჩაში უნდა იყვნენ  ,რადგან ისინი მართლაც დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საზოგადოებას ისე საკუთარ  თავსაც ,მაგრამ ხომ შეიძლება საქართველოში   ფულზე არ იფიქრონ და მარტო იმიტომ  არ დახოცონ ძაღლები რადგან მათი მკურნალობა ძვირი ჯდება?! ეს საზოგადოების ბრალიცაა რადგან ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ეს ასე არ მოხდეს, ქართველი ხალხი მხოლოდ მაშინ  იღებს ხმას როცა ვიღაც მათ იდილიას არღვევს ამის იქეთ  არაფერი აინტერესებთ, სამწუხაროა ჩემთვის ამის თქმა მაგრამ ეს მწარე რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით... 


No comments:

Post a Comment