საქართველო - კვლევა


    მერიამ ჩაატარა უპატრონო ძაღლების მოგვარების თემაზე ტენდერი, სადაც გაიმარჯვა “პირველმა ვეტერინალურმა”.   ამ ორგანიზაციას წესით ევალება: 

1. დაავადბეული ძაღლი წაიყვანოს და უმკურნალოს!
2. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მკურნალობას არ ექვემდებარება დააძინოს ინექციის საშუალებით!

   მაგრამ რეალურად რას აკეთებენ ისინი? იჭერენ ძაღლებს მარწუხებით და განურჩველად დაავადებულია თუ არა ხოცავენ! მიჰყავთ ორხევში სადაც მოსახალეობა გაგიჟებულია ამ სასაკალოთი, ლეკვებს ჯანმრთელ ძაღლებს ყველას ხოცავენ თან რა სასტიკად. რატომ? აქ უკვე ფული ტრიალებს, მოკლედ ასე აწყობთ. მკურნალობა /ინექცია ძვირი ჯდება და…როგორც გახსოვსთ 7 დღეში ამის შესახებ გავიდა სიუჟეტი.აქ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია , პირველი არხის გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩუმად გაყვა ამ სიკვდილის მანქანას სადაც უკვე შიგნით აღარ შეუშვეს და რა მიზეზებს აღარ ჰყვებოდნენ. ხალხი კი , მოსახლეობა ამბობს რომ იქ საშინელი ჟლეტა მიდის და არცერთი ძაღლი იქიდან აღარ გამოსულა.მინდა ასევე ვთქვათ რომ ასეთი გზა არათუ ხელს უწყობს მაწანწალა ძაღლების რიცხვის შემცირებას, არამედ პირიქით ზრდის!!! რამდენი ხანია უკვე ამას აკეთებენ და რა შემცირდა? როგორც მე ვიცი სპეციალურად ეს აწყობთ კიდეც, რადგან თითოეული ძაღლში 42 ლარს იღებენ .



No comments:

Post a Comment